ნაპოლიმ დანიელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა
ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრომი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნეაპოლური გუნდი „აინტრახტის“ 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებასთან ახლოსაა.
თავდაპირველად ლინდსტრემი „ნაპოლიში“ ერთწლიანი იჯარით გადავა, რაშიც იტალიური კლუბი 5 მილიონ ევროს გადაიხდის. თუმცა, ხელშეკრულებაში 20 მილიონ ევროდ ფეხბურთელის სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი ჩაიწერება.
ლინდსტრომი „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი კი 2.3 მილიონი ევრო იქნება.
გასულ სეზონში დანიელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლით და 2 ასისტით გამოირჩა.