ავტორიზაცია

ინტერი დარწმუნებულია პავარის ტრანსფერში

ინტერი დარწმუნებულია პავარის ტრანსფერში
თარიღი 29 აგვ 2023, 15:53
მილანის "ინტერი" დარწმუნებულია, რომ მალე მიუნხენის "ბაიერნის" მცველ ბენჟამინ პავარს გაიფორმებს. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, "ინტერი" დარწმუნებულია, რომ მიუნხენური გუნდი მალე ფრანგს სამედიცინო შემოწმებაზე გავლის უფლებას მისცემს.

"ბაიერნი" ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს "ჩელსის" მცველის, ტრევო ჩალობის შესაძენად. 

"ნერაძურის" სურს ფეხბურთელის იჯარით წაყვანა, მაგრამ "ბაიერნი" ასეთ გარიგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სავალდებულო გამოსყიდვის ვარიანტი იქნება შეტანილი.