აინტრახტმა პსჟ-ს კოლო-მუანი 80 მილიონ ევროდ არ მიყიდა

"პსჟ" აგრძელებს მუშაობას ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელის, რანდალ კოლო-მუანის შეძენაზე.
თუმცა, გერმანულმა კლუბმა 80 მილიონი ევროს შეთავაზება უარყო (70 მილიონი დაუყოვნებლივ და 10 მილიონი ბონუსები). ამის შესახებ Sky Sports იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ "აინტრახტს" კოლო-მუანის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს და უფრო მცირე თანხაზე არ დათანხმდება.
აღსანიშნავია, რომ "აინტრახტს" კოლო-მუანის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს და უფრო მცირე თანხაზე არ დათანხმდება.
თუმცა, "აინტახტსა" და "პსჟ"-ს შორის მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდება.