სარეკორდო ტრანსფერის გამეორება - რამდენი გადაიხადა აიაქსმა მიქაუტაძის სანაცვლოდ?
საქართველოს ნაკრების და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის „აიაქსში" გააგრძელებს.
მიქაუტაძემ „აიაქსთან" კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა, კლუბს მისი ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა, კიდევ 3 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
მიქაუტაძემ „აიაქსთან" კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა, კლუბს მისი ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა, კიდევ 3 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
მოცემული სატარანსფერო თანხა კი იმას ნიშნავს, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2001 წელს იტალიურმა "მილანმა" კახა კალაძის სანაცვლოდ კიევის "დინამოს" სწორედ 16 მილიონ ევროდ გადაუხადა.