ავტორიზაცია

ტოტენჰემი ანსუ ფატის ტრანსფერზე მუშაობს - ბარსელონამ მთავარი პირობა დაასახელა

ტოტენჰემი ანსუ ფატის ტრანსფერზე მუშაობს - ბარსელონამ მთავარი პირობა დაასახელა
თარიღი 30 აგვ 2023, 22:25
ლონდონის „ტოტენჰემს“ ანსუ ფატის იჯარით აყვანა სურს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა „ბარსელონასთან“ ფეხბურთელის ერთსეზონიან იჯარაზე წამოიწყო მოლაპარაკებები.

კატალონიური კლუბის მთავარი მოთხოვნაა, რომ „ტოტენჰემმა“ საკუთარ თავზე ფატის ხელფასი სრულად აიღოს.

ანსუ ასევე „ჩელსისაც“ შესთავაზეს, თუმცა „ლურჯების“ გეგმებში ესპანელი არ შედის.