შეთანხმება შედგა: ვეინალდუმი ალ-იტიფაკში ითამაშებს
"პსჟ"-ს ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ-იტიფაკში" გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, 32 წლის ნიდერლანდელის ტრანსფერის თანხა 9 მილიონი ევრო იქნება. ვეინალდუმის კონტრაქტი "ალ-იტიფაკთან" სამწლიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმმა გასული სეზონი იჯარით "რომაში" გაატარა. ნახევარმცველმა იტალიური კლუბის მაისურით 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.