ავტორიზაცია

ოფიციალურად: კოულ პალმერი ჩელსის ფეხბურთელია

ოფიციალურად: კოულ პალმერი ჩელსის ფეხბურთელია
თარიღი 01 სექ 2023, 13:22
"ჩელსიმ" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ მანჩესტერ "სიტიდან" ინგლისელი ნახევარმცველი კოულ პალმერი შეიძინა.

ტრანსფერის თანხამ 40 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 46,7 მილიონი ევრო) შეადგინა. კიდევ ხუთი მილიონი ფუნტი (5,8 მილიონი ევრო) მანჩესტერ "სიტი" პრემიების სახით გამოიმუშავებს. 

21 წლის ინგლისელმა "ჩელსისთან" შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოპციით.