ალ-იტიჰადი მზადაა სალაჰის ტრანსფერში გადახდილი თანხით მსოფლიო რეკორდი დაამყაროს

"ალ-იტიჰადი" აგრძელებს ბრძოლას სატრანსფერო ბაზარზე "ლივერპულის" ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის შესაძენად.
Sky Sports News-ის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონები მზად არიან სალაჰის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 233 მილიონი ევრო) გადაიხადონ.
თუ "ალ-იტიჰადი" ნამდვილად იყიდის მოჰამედ სალაჰს ასეთი თანხის სანაცვლოდ, მაშინ ეს იქნება ახალი მსოფლიო რეკორდი.
თუ "ალ-იტიჰადი" ნამდვილად იყიდის მოჰამედ სალაჰს ასეთი თანხის სანაცვლოდ, მაშინ ეს იქნება ახალი მსოფლიო რეკორდი.
ამ დროისთვის ნეიმარის ტრანსფერი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში ყველაზე ძვირადღირებულად რჩება ფეხბურთის ისტორიაში (222 მილიონ ევრო).