ავტორიზაცია

ტოტენჰემ ჰოტსპურმა ბრენან ჯონსონი 55 მილიონ ევროდ იყიდა

ტოტენჰემ ჰოტსპურმა ბრენან ჯონსონი 55 მილიონ ევროდ იყიდა
თარიღი 02 Sep 2023, 11:17
ნახევარმცველი ბრენან ჯონსონი "ნოტინჰემ ფორესტიდან" კარიერას "ტოტენჰემ ჰოტსპურში" გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი კონდონური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. 

შემტევმა ნახევარმცველმა სპურსთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. სატრანსფერო თანხა 47,5 მილიონ ფუნტად არის შეფასებული (55 მილიონ ევროზე მეტი).

ბრენან ჯონსონი "ნოტინჰემ ფორესტის" აღზრდილია, რომელმაც კლუბის სისტემაში 14 წელი გაატარა. 

უელსელმა პირველ გუნდში 109 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.