ავტორიზაცია

"სწორედ ამის გამო ვეძახი მას მტირალას", - რობერ პირესმა ნეიმარი პსჟ-ს ჯოჯოხეთთან შედარებისთვის გააკრიტიკა

"სწორედ ამის გამო ვეძახი მას მტირალას", - რობერ პირესმა ნეიმარი პსჟ-ს ჯოჯოხეთთან შედარებისთვის გააკრიტიკა
თარიღი 04 Sep 2023, 10:17
„არსენალის" ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა, რობერ პირესმა, ნეიმარი „პსჟ-ს" ჯოჯოხეთთან შედარებისთვის გააკრიტიკა.

ბრაზილიელმა, რომელიც ამ ზაფხულს „პსჟ-დან" „ალ ჰილალში" გადავიდა, აღნიშნა, რომ მან და ლეომ მესიმ პარიზში ერთად შეიგრძნეს, რა არის ჯოჯოხეთი.

„მას ამისთვის მტირალას ვეძახი. იყო პროფესიონალი ფეხბურთელი ნიშნავს, ყოველთვის უმკლავდებოდე ზეწოლას. ზოგჯერ, როცა კარგად თამაშობ, ქება გსიამოვნებს, ხოლო როცა ასე არ ხდება... ესეც თამაშის ნაწილია.

ჩვენ ყველას გვაკრიტიკებდნენ, როცა „არსენალში" გადავედი, მარკ ოვერმარსის შეცვლა მომიწია და მეუბნებოდნენ, რომ უიმედო მდგომარეობაში ვარ.

მე სიჩუმე შევინარჩუნე, მუშაობას ვაგრძელებდი და ბოლოს და ბოლოს, დამიფასდა.", - აღნიშნა პირესმა.