ავტორიზაცია

ლივერპულმა სალაჰის 170 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა

ლივერპულმა სალაჰის 170 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა
თარიღი 05 Sep 2023, 11:01
"ლივერპულის" ხელმძღვანელობა არ აპირებს თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან განშორებას, მიუხედავად საუდის არაბეთიდან არსებული მომგებიანი შეთავაზებისა.

სოციალური მედიის ინსაიდერის რუდი გალეტის ინფორმაციით, "ალ-იტიჰადმა", რომელიც ეგვიპტის ვარსკვლავის ტრანსფერით ინტერესდება, "მერსისაიდელებს" 170 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა ეს წინადადება ინგლისელებმა უარყვეს. 

შეგახსნეებთ, რომ ეგვიპტელი "ლივერპულში" 2017 წლიდან თამაშობს. კლუბსა და 31 წლის ეგვიპტელს შორის კონტრაქტის ვადა 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.