ავტორიზაცია

სანჩო და ტენ ჰაგი სანაკრებო პაუზის დროს მოლაპარაკებებს გამართავენ

სანჩო და ტენ ჰაგი სანაკრებო პაუზის დროს მოლაპარაკებებს გამართავენ
თარიღი 05 სექ 2023, 11:33
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი ჯედონ სანჩო სანაკრებო პაუზის დროს მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან მოლაპარაკებებს გამართავს, მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის შესახებ ჟურნალისტი კრის უილერი სოციალურ ქსელში იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ სანჩო ვერ მოხვდა პრემიერ ლიგის ბოლო ტურის განაცხადში, სადაც მანჩესტერ "იუნაიტედი" ლონდონის "არსენალთან" დამარცხდა. 

თენ ჰაგმა განაცხადა, რომ ინგლისელი განაცხადში იმის გამო არ შეიყვანა, რომ კარგად არ ივარჯიშა. სანჩომ, თავის მხრივ, ერიკს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მწვრთნელი ტყუილში დაადანაშაულა.