ფელიქსმა ბარსელონაში გადასასვლელად ხელფასის ნახევარი დათმო
თავდამსხმელმა ჟოაო ფელიქსმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ყოფილიყო.
პორტუგალიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" 1 სექტემბერს იჯარით მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" 1 სექტემბერს იჯარით მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა.
"ბარსელონას" ფინანსური სირთულეების გამო, ფელიქსს ხელფასის ნახევარზე უარის თქმა მოუწია, რათა გარიგება შემდგარიყო, იტყობინება Mundo Deportivo.
აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბი 23 წლის თავდამსხმელის მთლიანი ხელფასიდან მხოლოდ 400 ათას ევროს გადაიხდის - დანარჩენს "ატლეტიკო" დაფარავს.