ლინდსტრომმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ლივერპულზე, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობდა
"ნაპოლის" ახალწვეულმა იესპერ ლინდსტრომმა "ლივერპულში" წარუმატებელ ტრანსფერზე ისაუბრა.
აგვისტოს ბოლოს 23 წლის ფეხბურთელი ფრანკფურტის "აინტრახტიდან" "ნაპოლიში" გადავიდა. დანიელის ტრანსფერი იტალიის მოქმედ ჩემპიონს 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
"ლივერპულში გადასვლის არჩევანი მქონდა და ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იქნებოდა, რადგან ამ კლუბის ფანი ვარ. მაგრამ იყო თუ არა გონივრული იქ წასვლა ჩემს შემთხვევაში? თუ არ ვითამაშებ, შეიძლება ვიჯდე და მატჩებს ტელევიზორში ვუყურო.

ნაპოლი დიდი კლუბია და აქ დამპირდნენ რეგულარულ სათამაშო დროს, რაც ჩემს ასაკშია საჭირო. “, - განაცხადა ლინდსტრომმა.