სალვატორე სირიგუ კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს?
36 წლის მეკარე სალვატორე სირიგუ, რომელიც "პსჟ"-ში თამაშობდა, საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოს არის.
სოციალური ქსელის ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გამოცდილი მეკარე დიდი ალბათობით კარიერას "ნიცაში" გააგრძელებს. მხარეები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან.
სავარაუდოდ, სირიგუ კლუბთან მოკლევადიან შრომით კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი.
სავარაუდოდ, სირიგუ კლუბთან მოკლევადიან შრომით კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი.