ავტორიზაცია

Corriere dello Sport: ჯუღელმა ნეაპოლი ისე დატოვა, რომ დე ლაურენტისთან შეხვედრა არ ყოფილა - ახალი კონტრაქტის თაობაზე მხარეებს შორის დიდი დისტანციაა

Corriere dello Sport: ჯუღელმა ნეაპოლი ისე დატოვა, რომ დე ლაურენტისთან შეხვედრა არ ყოფილა - ახალი კონტრაქტის თაობაზე მხარეებს შორის დიდი დისტანციაა
თარიღი 05 სექ 2023, 13:58
Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 

წყაროს ცნობით, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მხარეებს შორის დიდი დისტანციაა. მამუკა ჯუღელმა ნეაპოლი მას შემდეგ დატოვა, რაც დე ლაურენტისთან შეხვედრის მოლოდინი რამდენიმე კვირა უშედეგო აღმოჩნდა.

ქართველი გარემარბის აგენტი ნეაპოლში კონტრაქტის გახანგრძლივებისა და 2027 წლამდე კონტრაქტის (1.4 მილიონი ხელფასი) გაზრდის მიზნით ჩავიდა, დე ლაურენტისსა და ფეხბურთელის მხარეს შორის დიდი დისტანციაა. 

კვარაცხელიას მხარე 5 მილიონ ევროს პლიუს ბონუსებს ითხოვს. დე ლაუეენტისის კონტრ-შეთავაზება 3-3.5 მილიონს შეადგენს. ასე რომ კვირას მამუკა ჯუღელი კვარაცხელიასთან ერთად თბილისში შეთანხმების გარეშე გაემგზავრა.