ანტონი ბრაზილიის ნაკრების განაცხადიდან ამოიღეს
მანჩესტერ "იუნაიტედის" გარემარბი ანტონი იმ ფეხბურთელთა სიიდან ამოიღეს, რომლებიც ბრაზილიის ნაკრებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნის მატჩებზე გამოიძახეს, ამის შესახევ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტონი სიიდან ამოღებულია გასაჯაროებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ანტონის ნაცვლად ბრაზილიის ნაკრებში გაბრიელ ჟესუსი გამოიძახეს.
სექტემბერში ბრაზილიის ნაკრები ბოლივიასა და პერუს შეხვდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტონი სიიდან ამოღებულია გასაჯაროებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა ანტონის მხრიდან მასზე თავდასხმის განმეორებით შემთხვევაზე ისაუბრა. მანჩესტერის პოლიციამ კი ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ანტონის ნაცვლად ბრაზილიის ნაკრებში გაბრიელ ჟესუსი გამოიძახეს.
სექტემბერში ბრაზილიის ნაკრები ბოლივიასა და პერუს შეხვდება.