ავტორიზაცია

პსჟ-მ მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა

პსჟ-მ მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა
თარიღი 06 სექ 2023, 14:47
"პსჟ"-მ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადი წარადგინა. 

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ფაბრის ჰოკინსის ცნობით, სიაში არ იყვნენ ნახევარმცველი მარკო ვერატი და თავდამსხმელი უგო ეკიტიკე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში ვერატის ყატარის "ალ-არაბის" აქტიურად უკავშირებენ. 

იტალიელი ნახევარმცველი არ შედის "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გეგმებში. 

რაც შეეხება ეკიტიკეს, ზაფხულში "აინტრახტში" ტრანსფერი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გარიგება არ შედგა.

"პსჟ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის "ბორუსიას", "მილანსა" და "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.