ავტორიზაცია

ბელინგემი, პედრი, მუსიალა და სხვები - წლის საუკეთესო ახალგაზრდას ნომინაციაზე წარდგენილი ფეხბურთელების ვინაობა ცნობილია

ბელინგემი, პედრი, მუსიალა და სხვები - წლის საუკეთესო ახალგაზრდას ნომინაციაზე წარდგენილი ფეხბურთელების ვინაობა ცნობილია
თარიღი 06 სექ 2023, 21:58
France Football-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული მოთამაშეების ვინაობა გაირკვა.

„კოპას ჯილდოსთვის“ მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ ფეხბურთელებიც იბრძოლებენ. პრიზი ყოველწლიურად 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

გასულ წელს ეს პრიზი „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პაბლო გავიმ მოიგო.

წელს, ნომინანტებს შორის არიან: ჯუდ ბელინგემი (რეალი), გავი (ბარსელონა), პედრი (ბარსელონა), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ედუარდო კამავინგა (რეალი), ხავი სიმონსი (ლაიფციგი), ალექს ბალდე (ბარსელონა), ანტონიუ სილვა (ბენფიკა), რასმუს ჰეილუნდი (მან იუნაიტედი), ელიე ვაი (ლანსი).

გამარჯვებული 30 ოქტომბერს, პარიზში, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე გამოვლინდება.