გიუნდოგანი: "შარშანდელ სიტის მხოლოდ 2-3 გუნდი თუ შეედრებოდა, მაგალითად 2011 წლის ბარსელონა"
ილქაი გიუნდოგანი ფიქრობს, რომ 2011 წლის „ბარსელონა“ შარშანდელ „მან სიტის“ კარგ კონკურენციას გაუწევდა.
„შარშანდელ სიტის მხოლოდ 2-3 გუნდი თუ შეედრება, ყოველ შემთხვევაში იმ დროიდან, რაც მე ფეხბურთს ვუყურებ - ერთ-ერთია, მაგალითად, 2011 წლის „ბარსელონა“.
მეორე მხრივ, არ გადმოვიდოდი წელს „ბარსაში“, ამ გუნდში პოტენციალს რომ ვერ ვხედავდე. გუნდში არაჩვეულებრივი ტალანტები და გამოცდილება და კლასი გვყავს - მაგალითად მე, რობერტ ლევანდოვსკი, ფრენკი დე იონგი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი...
ლამინ იამალი ახლა გახდა 16 წლის. მაგრამ, ფეხბურთში რაღაცების სწავლა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით შეიძლება. ამას დრო სჭირდება - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იქონიეთ მოთმინება. მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში „მან სიტის“ დონეზე ავალთ.“, - აღნიშნა გერმანელმა ნახევარმცველმა.