ავტორიზაცია

"მას ტელევიზორიდან ვუყურებდი, ხვალ კი მის წინააღმდეგ ვითამაშებ", - კვარაცხელიას კომენტარი

"მას ტელევიზორიდან ვუყურებდი, ხვალ კი მის წინააღმდეგ ვითამაშებ", - კვარაცხელიას კომენტარი
თარიღი 07 Sep 2023, 17:39
ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

ფიზიკურ მდგომარეობაზე

საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, მზად ვარ 90 წუთისთვის თუ არა. წინა დღეებში ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგ კონდიციებში ვყოფილიყავი და ამჟამად, 90 წუთი სათამაშოდ მზად ვართ.

ოქროს ბურთის ნომინანტებზე

მოხარული ვარ, რომ ამ სიაში მოვხვდი. კარგია, რომ შრომა გიფასდება, მაგრამ ამ პერიოდში, ესპანეთის მატჩის გარდა სხვა რამეზე არ ვფიქრობ.

ნაპოლის ბოლო განცხადებაზე

ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს ვიტყვი - ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ.

დანი კარვახალის წიანაღმდეგ თამაში

იყო დრო, როცა მას თვალს ტელევზორიდან ვადევნებდი და მოხარული და მოტივირებული ვარ, რომ ასეთი დონის მოთამაშის წინააღმდეგ მიწევს თამაში.