ესპანეთის მწვრთნელი: "საქართველოს მათ ისტორიაში ყველაზე კარგი თაობა ჰყავს"
საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.
"ბოლო პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. მათი ფეხბურთელები მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ და რთული მატჩი გველის.
კვარაცხელია მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მთავარი გუნდურობაა. სანიოლმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა და საქართველოს ნაკრები ერთ გუნდად ჩამოაყალიბა.
საქართვეოს ნაკრების ყველა მატჩს თვალს ვადევნებდი და როგორც აღვნიშნე, კარგი თაობა მოდის და შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობაც იყოს.
თავის მხრივ, ჩვენს მოტივირებულები ვართ, გამარჯვებისთვის ჩამოვედით და ის შედეგი უნდა დავაფიქსიროთ, რაც ჩვენ გვინდა", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.