ავტორიზაცია

სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ლივერპულმა ნიუკასლს გიმარაეშის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი შესთავაზა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ლივერპულმა ნიუკასლს გიმარაეშის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი შესთავაზა
თარიღი 08 სექ 2023, 13:07
"ლივერპული" "ნიუკასლის" ნახევარმცველით ბრუნო გიმარასით ტრანსფერით იყო დაინტერესებული, ამის შესახებ AS-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "მერსისაიდელებმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში 25 წლის ბრაზილიელისთვის 100 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, თუმცა "ნიუკასლიდან" კატეგორიული უარი მიიღეს.

გიმარაეში "ნიუკასლში" 2022 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ სეზონში მან "კაჭაკების" შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.