ავტორიზაცია

ესპანეთის პროკურატურამ ლუის რუბიალესის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ესპანეთის პროკურატურამ ლუის რუბიალესის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
თარიღი 08 Sep 2023, 17:25
ესპანეთის პროკურატურამ ლუის რუბიალესის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

პროკურატურამ სთხოვა ესპანეთის ეროვნულ სასამართლოს, გამოიძიოს ბრალდებები სექსუალური ძალადობისა და იძულების შესახებ, ფეხბურთელ ჯენიფერ ჰერმოსოს კოცნასთან დაკავშირებით.

პროკურორები თვლიან, რომ რუბიალესის ქმედებები არ იყო შეთანხმებული და შესაბამისად, შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც სექსუალური და იძულებითი მოტივირებული დანაშაული. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა სისხლის სამართლის საქმე.

პროკურორები აღნიშნავენ, რომ რუბიალესს შეიძლება წაუყენონ ბრალი სექსუალურ ძალადობაში და ასეთი დანაშაულისთვის დამნაშავეს ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.