ავტორიზაცია

ბარსელონას 16 წლის ფეხბურთელმა დინამო არენაზე ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბარსელონას 16 წლის ფეხბურთელმა დინამო არენაზე ისტორიული რეკორდი დაამყარა
თარიღი 08 სექ 2023, 22:44
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კედლებში ესპანეთთან 1:7 წააგო.

მეორე ტაიმში, ესპანელთა მხრიდან მოედანზე "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, ლამინე იამალი გამოვიდა.

იამალი თამაშში აქტიურად ჩაერთო, გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში სწორედ მან დააფიქსირა.

იამალიმ "დინამო არენაზე" რეკორდი დაამყარა და გახდა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ნაკრებში გოლი გაიტანა (16 წლის და 57 დღის).