ავტორიზაცია

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ დასკვნებს გამოვიტანთ", - ლევან მაისაშვილმა ავსტრალიასთან მარცხი შეაფასა

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ დასკვნებს გამოვიტანთ", - ლევან მაისაშვილმა ავსტრალიასთან მარცხი შეაფასა
თარიღი 09 Sep 2023, 23:57
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, ავსტრალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში განცდილი მარცხი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრა 15:35 დათმო.

„ძალიან ცუდად ვითამაშეთ, საკუთარი თავი მოვაქციეთ წნეხში და იმედგაცრუებული ვარ, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ქულები საკუთარი შეცდომების გამო ვერ დავაგროვეთ.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, თუმცა ეს პირველი თამაში იყო და რთულიც გამოდგა. გავაანალიზებთ მატჩებს და დასკვნებსაც გამოვითანთ.“ - აღნიშნა ქართველმა სპეციალისტმა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.