დე ბრუინი საუდის არაბეთიდან შემოთავაზებებს არ მიიღებს
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი საუდის არაბეთში გადასვლას არ გეგმავს.
გასულ ზაფხულს, ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა ევროპული ფეხბურთი საუდის არაბეთის კლუბების გულუხვი შეთავაზებების მიღების შემდეგ.

SunSport-ის ცნობით, დე ბრუინი ამ გზით წასვლას არ აპირებს: 32 წლის ბელგიელი მზადაა უარყოს საუდის არაბეთის ნებისმიერი შეთავაზება, თუ ასეთი იქნება მომავალში, რადგან კარიერის დასრულებას მანჩესტერ "სიტიში" გეგმავს.
კევინ დე ბრუინი "სიტის" მაისურს 2015 წლიდან ირგებს. პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში ბელგიელმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ზამთრამდე მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს.