ავტორიზაცია

ალფონსო დევისი მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად მადრიდის რეალის მთავარი სამიზნეა

ალფონსო დევისი მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად მადრიდის რეალის მთავარი სამიზნეა
თარიღი 10 სექ 2023, 11:39
მადრიდის "რეალი" მომავალ ზაფხულს ყველაფერს გააკეთებს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის ტრანსფერი დახუროს. 

ინსაიდერის ხოსე ფელიქს დიასის თქმით, კანადელი "სამეფო კლუბის" მთავარი სამიზნეა, რომ გააძლიეროს დაცვის მარცხენა ფლანგი.

წყაროს ცნობით, დევისი მადრიდის "რეალის" მენეჯმენტში ფერლანდ მენდის შემცვლელად ყველაზე სასურველი კანდიდატია, რომლის გაშვებასაც გუნდი უახლოეს მომავალში გეგმავს.

დევისს "ბაიერნთან" კონტრაქტი აქვს, რომელიც მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.