ავტორიზაცია

პირველი დღე კიშინიოვში - ახალგაზრდულ ნაკრებს მოლდოვასთან სიგუა ვერ დაეხმარება

პირველი დღე კიშინიოვში - ახალგაზრდულ ნაკრებს მოლდოვასთან სიგუა ვერ დაეხმარება
თარიღი 10 Sep 2023, 14:32
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 სექტემბერს, მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას სტუმრად, კიშინიოვის ზიმბრუს საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, დღევანდელი მოსამზადებელი დღე ორჯერადი საწვრთნელი პროცესის ფონზე ჩაატარა. ახალგაზრდული მოლდოვასთან მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო ბაზელის ნახევარმცველი - გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.

2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ახალგაზრდულმა 6 სექტემბერს, გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო - 2:0. გოლები - ოთარ მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა - ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.

12 სექტემბერს, მოლდოვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კიშინიოვში, ზიმბრუს სტადიონზე უმასპინძლებს.