ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტონი კლუბიდან მოკვეთა

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტონი კლუბიდან მოკვეთა
თარიღი 10 Sep 2023, 16:48
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ანტონი ძალადობობის ბრალდებების გამო გუნდიდან გარკვეული პერიოდით მოკვეთა.

ფეხბურთელები, რომლებმაც ეროვნული ნაკრების მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვარჯიშს ორშაბათს უნდა დაუბრუნდნენ. თუმცა, კლუბი შეთანხმდა ანტონისთან, რომ ის გარკვეული დროით გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს, მეგობარ გონონაზე ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის ივნისში, გაბრიელა კავალინი, (ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა) მიმართა სან პაულოს პოლიციას და ფეხბურთელი ოჯახში ძალადობის, მუქარისა და დაზიანებების 4 შემთხვევაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, პოლიციაში განცხადებაში კავალინი მიუთითებდა, რომ 2023 წლის იანვარში ანტონი ეჭვიანობის გამო მას თავს დაესხა.