ფლიკი გერმანიის ნაკრების 123-წლიან ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც გაათავისუფლეს
როგორც Sky Germany იტყობინება, ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების 123-წლიან ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც გუნდიდან გაათავისუფლეს.
აქამდე, ნაკრებს 10 მთავარი მწვრთნელი ჰყავდა და ყველამ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ან კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა.
ფლიკით კი ფედერაცია უკმაყოფილო დარჩა და მისი დროზე ადრე გათავისუფლება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ 9 თვეში მას გუნდი საშინაო ევროპის ჩემპიონატზე უნდა გაეყვანა.

ჰანს-დიტერ ფლიკმა გერმანიის ეროვნული გუნდი 2021 წელს იოაჰიმ ლიოვისგან გადაიბარა და გუნდთან ერთად 25 მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც 12 მოიგო, 7 ფრე ითამაშა და 6-ჯერ დამარცხდა.