ავტორიზაცია

ზაფხულში, ბარსელონა მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერზე მუშაობდა

ზაფხულში, ბარსელონა მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერზე მუშაობდა
თარიღი 11 Sep 2023, 11:18
„ბარსელონა" ზაფხულში „ატლეტიკოს" მცველით, ნაუელ მოლინას ტრანსფერით ინტერესდებოდა.

Marca-ს ინფორმაციით, „ბარსელონასთვის" არგენტინელის ტრანსფერი პრიორიტეტული იყო იქამდე, სანამ ბაზარზე ჟოაო კანსელოს ვარიანტი გამოჩნდებოდა. კატალონიელები ფეხბურთელს დაუკავშირდნენ კიდეც, მაგრამ „ატლეტიკოს" ვერ შეუთანხმდნენ.

იწერება, რომ ტრანსფერის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი „ბარსელონას" ფინანსური პრობლენები აღმოჩნდა - ფეხბურთელის მიერ წამოყენებული მოთხოვნები კლუბისთვის მისაღები იყო, მაგრამ კლუბი ფინანსურ ფეირ-პლეიში ვეღარ ეტეოდა.

მოლინას გამოსასყიდი „ატლეტიკოში" 90 მილიონ ევროს შეადგენს და „ბარსა" ამ თანხას ვერანაირად ვერ გადაიხდიდა.

ცნობისთვის, „ბარსელონა" მოლინას ტრანსფერით 2022 წელსაც ინტერესდებოდა, როცა ის „უდინეზეში" თამაშობდა.