ავტორიზაცია

ანიელის ოჯახმა შესაძლოა იუვენტუსი 1,5+ მილიარდ ევროდ გაყიდოს

ანიელის ოჯახმა შესაძლოა იუვენტუსი 1,5+ მილიარდ ევროდ გაყიდოს
თარიღი 11 Sep 2023, 13:56
"იუვენტუსი" შესაძლოა ახალ მფლობელზე გაიყიდოს.

Il Giornale-ს ცნობით, Exor-ი, რომელიც ანიელის ოჯახის საკუთრებაშია, მიდრეკილია საფეხბურთო კლუბის გაყიდვისკენ. 

ეს გამოწვეულია იუვეს ცუდი ფინანსური მაჩვენებლით: 2022 წელს კლუბის შემოსავალმა 600 მილიონ ევროზე ნაკლები შეადგინა, ხოლო ზარალი დაახლოებით 240 მილიონი იყო.

აღნიშნულია, რომ კლუბის ღირებულება მინიმუმ 1,5 მილიარდი ევრო იქნება. 

გაითვალისწინეთ, რომ Exor ფლობს "იუვენტუსის" აქციების 63.8%-ს.