"საოცარი ფეხბურთელია" - ოდეგორმა კვარაცხელია შეაქო

ხვალ გაიმართება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბორვეგიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ, ნორვეგიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა მარტინ ოდეგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"კვარაცხელია საოცარი მოთამაშეა, ის ერთ-ერთი გამორჩეულია. კვარასთან საუბარი ბათუმში გამართული მატჩის შემდეგ მქონდა.
ჩვენ უბრალოდ თამაშზე ვისაუბრეთ. მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ლაპარაკი სასიამოვნოა. ხვიჩა კი ბრწყინვალეა", - განაცხადა ოდეგორმა.