ავტორიზაცია

ნორვეგიის მწვრთნელი: "კვარაცხელია? საქართველოს სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს"

ნორვეგიის მწვრთნელი: "კვარაცხელია? საქართველოს სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს"
თარიღი 11 Sep 2023, 16:07
საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა გააკეთა.

მოგეხსნებათ, ეს ნაკრებები ერთმანეთს, ხვალ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

"საქართველოსთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ. აუცილებელია შემდეგი მატჩების მოგებაც.

წინა შეხვედრებში ბევრი მომენტი გვქონდა და მათი რეალიზებაა საჭირო, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

კვარაცხელია? ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და მის შესაჩერებლად კონკრეტული გეგმაა საჭირო, თუმცა საქართველოს სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს", - განაცხადა სოლბაკენმა.