პოლ პოგბა დოპინგ ტესტზე ჩავარდა
საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა დოპინგ ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენა.
აღნიშნული ტესტი ფრანგ ფეხბურთელს "უდინეზესთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჩაუტარდა.
რა ელის პოლ პოგბას წარუმატებელი დოპინგის ტესტის შემდეგ, ჯერჯერობით გაურკვეველია.
იტალიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს "იუვენტუსი" შაბათს, 16 სექტემბერს, "ლაციოსთან" გამართავს.