ავტორიზაცია

ლიონმა ლორან ბლანის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა

ლიონმა ლორან ბლანის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა
თარიღი 11 Sep 2023, 18:48
ლორან ბლანი "ლიონის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. კლუბმა და 57 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ბლანის ხელმძღვანელობით "ლიონმა" საფრანგეთის ახალ ჩემპიონატში ცუდად დაიწყო. გუნდმა ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო. 

საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს "ლიონი" კვირას, 17 სექტემბერს, სახლში "ლე-ავრის" წინააღმდეგ გამართავს.