ავტორიზაცია

რუბიალესი ჩვენების მისაცემად დაიბარეს

რუბიალესი ჩვენების მისაცემად დაიბარეს
თარიღი 12 Sep 2023, 17:10
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი სასამართლოში დაიბარეს. 

პარასკევს, 15 სექტემბერს, რუბიალესს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაზე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის კოცნის საქმეზე ჩვენების მიცემა მოუწევს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლუის რუბიალესის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცოტა ხნის წინ ფუნქციონერმა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.