ჯიმი ტაბიძემ თბილისის დინამო დატოვა

ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ტაბიძემ 2023 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში 16 შეხვედრა ჩაატარა.