ქეცბაია ესპანეთთან განადგურების შემდეგ: "სათქმელი პირდაპირ ვთქვათ, ესა ვართ, რაც ვართ"
თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრებთან 0:6 დამარცხდა.
რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ესპანეთის ნაკრების მსგავს გუნდთან, როცა გუნდში გვყავს უთამაშებელი, ზოგჯერ უკლუბო ფეხბურთელები.
ამრიგად, კვიპროსის ნაკრები ჯგუფში კვლავ ნული ქულით უკანასკნელ ადგილზეა.
მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
"ეს სულ სხვა დონეა. სამწუხაროდ, კვიპროსის ნაკრები ესპანეთის დონეს ვერასდროს მიაღწევს. მძიმე მარცხია, მაგრამ ჩვენ მათ დონემდე ბევრი გვიკლია.
რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ესპანეთის ნაკრების მსგავს გუნდთან, როცა გუნდში გვყავს უთამაშებელი, ზოგჯერ უკლუბო ფეხბურთელები.
სათქმელი პირდაპირ ვთქვათ - ძალიან ბევრი რამ შესაცვლელია. მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, რაიმე უკეთესის მოლოდინი გვქონდეს. ესა ვართ, რაც ვართ ",- განაცხადა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის შემდეგ ტურში კვიპროსის ნაკრები 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ესტუმრება.