ბრაზილიამ პერუ მარკინიოსის გოლის წყალობით დაამარცხა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში ბრაზილიის ნაკრები პერუს ეროვნულ გუნდს შეხვდა.
"სელესაომ" მინიმალური გამარჯვება მოიპოვა (1:0). ერთადერთი გოლი მატჩის 90-ე წუთზე "პსჟ"-ს მცველმა მარკინიოსმა გაიტანა.
დღევანდელი წარმატების წყალობით ბრაზილიის ნაკრებს ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
დღევანდელი წარმატების წყალობით ბრაზილიის ნაკრებს ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.