შირერი: "მაგუაირი? საინტერესოა, რას ფიქრობდნენ სკამზე მსხდომი ტომორი და კოლვილი“
ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს ალან შირერს არ ესმის, რატომ არის ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი საუთგეიტის გუნდში ძირითადის უცვლელი წევრი.
შეგახსენებთ, გუშინ მცველმა შოტლანდიასთან მატჩში ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ გარეტ საუთგეიტის გუნდმა 3:1 მოიგო.
„არ მესმის, რატომ აგრძელებს მაგუაიერი ყოველთვის ძირითადში თამაშს. მან შაბათს უკრაინასთან სასტარტოდან ითამაშა, მაგრამ საუთგეიტმა შოტლანდიის წინააღმდეგ კვლავ ძირითადში გაამწესა.
„არ მესმის, რატომ აგრძელებს მაგუაიერი ყოველთვის ძირითადში თამაშს. მან შაბათს უკრაინასთან სასტარტოდან ითამაშა, მაგრამ საუთგეიტმა შოტლანდიის წინააღმდეგ კვლავ ძირითადში გაამწესა.
საინტერესოა, რას ფიქრობდნენ სკამზე მსხდომი ფიკაიო ტომორი და ლევი კოლვილი. “, - ციტირებს შირერის სიტყვებს ჟურნალისტი საიმონ ფილიპსი.