ავტორიზაცია

იუვენტუსს შეუძლია პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად 30 მილიონი ევრო დაზოგოს

იუვენტუსს შეუძლია პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად 30 მილიონი ევრო დაზოგოს
თარიღი 13 Sep 2023, 17:15
ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დოპინგზე დადებითი ტესტის შემდეგ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს. 

სპორტსმენის ორგანიზმში ტესტოსტერონის მომატებული დონე გამოვლინდა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ პოგბას დანაშაული დადგინდება, "იუვენტუსს" ექნება საფუძველი კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის. 

ამ შემთხვევაში "ბებერი ქალბატონი" დაახლოებით 30 მილიონ ევროს დაზოგავს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.