ავტორიზაცია

როგორია გიუნდოგანის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ საფრანგეთთან მატჩში ტრავმა მიიღო?

როგორია გიუნდოგანის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ საფრანგეთთან მატჩში ტრავმა მიიღო?
თარიღი 13 Sep 2023, 21:46
საფრანგეთთან გუშინდელ ამხანაგურ მატჩში, გერმანიის ნაკრების და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა დაზიანება მიიღო.

ფეხბურთელმა პირველ ტაიმში დისკომფორტი იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

გიუნდოგანის რეაქციით, რომელიც მოედანს პრაქტიკულად ატირებული ტოვებდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ტრავმა შესაძლოა ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს.

თუმცა, დღევანდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დისკომფორტი არ არის მძიმე და თუ მომდევნო დღეებში ყველაფერი კარგად იქნა, გიუნდოგანი „ბარსელონას“ დახმარებას უახლოეს მატჩშივე შეძლებს.