ავტორიზაცია

FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის ხუთი ნომინანტი ცნობილია

FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის ხუთი ნომინანტი ცნობილია
თარიღი 14 სექ 2023, 18:04
ფიფამ 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს კანდიდატთა სია გამოაქვეყნა.

სიაში ხუთი სპეციალისტი მოხვდა: პეპ გვარდიოლა მანჩესტერ "სიტიდან", სიმონე ინძაგი "ინტერიდან", ანგე პოსტეკოგლუ "ტოტენჰემიდან" (ზაფხულიმდე "სელტიკში" მუშაობდა), ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან (რომელიც "ნაპოლიში" მუშაობდა) და ხავი "ბარსელონადან".

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მანჩესტერ "სიტიმ" გასულ სეზონში ტრიპლეტი შეასრულა.