იუვენტუსმა პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა პარტეი გაიფორმოს
"არსენალის" ნახევარმცველმა თომას პარტეიმ შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს, იუწყება La Repubblica.
წყაროს ცნობით, 30 წლის განელის მიმართ ინტერესს "იუვენტუსი" იჩენს, რომელიც ფეხბურთელს პოლ პოგბას შემცვლელად განიხილავს.
წყაროს ცნობით, 30 წლის განელის მიმართ ინტერესს "იუვენტუსი" იჩენს, რომელიც ფეხბურთელს პოლ პოგბას შემცვლელად განიხილავს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ბებერმა ქალბატონმა" შესაძლოა ფრანგს კონტრაქტი გაუწყვიტოს, თუ დადგინდება, რომ მან ანტიდოპინგური წესები დაარღვია.
გასულ სეზონში პარტეიმ 40 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.