ბარსელონა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კატალონიური "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ნიდერლანდელ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, ამის შესახებ AS-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანაში" თანამშრომლობის გახანგრძლივება 2027/2028 წლების სეზონის ბოლომდე სურთ. ახალი კონტრაქტის პირობებით, ფეხბურთელის ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.
26 წლის ნახევარმცველი "ბარსელონაში" 2019 წლის ივლისიდან თამაშობს. მოქმედი კონტრაქტი კი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ფრენკიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.