ჩელსის მფლობელები ზაფხულში განიხილავდნენ გუნდის შექმნას, რომელიც პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 100 ქულის დაგროვებას შეძლებდა
ლონდონის "ჩელსის" მფლობელები, ტოდ ბეჰლი და ბეჰდად ეღბალი ზაფხულში განიხილავდნენ გუნდის შექმნას, რომელიც პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 100 ქულის დაგროვებას შეძლებდა.
The Telegraph-ის ცნობით, "არისტოკრატთა" ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ ზაფხულის ტრანსფერები გუნდს ამ მიზნის მიღწევაში მომავალში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ჩელსიმ" ახალწვეულებისთვის 400 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. მენეჯმენტის მთლიანმა ხარჯებმა 2022 წლის ზაფხულიდან მილიარდ ევროს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ჩელსიმ" ახალწვეულებისთვის 400 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. მენეჯმენტის მთლიანმა ხარჯებმა 2022 წლის ზაფხულიდან მილიარდ ევროს გადააჭარბა.