გოჩოლეიშვილის და აზაროვის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა უკრაინის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილებები საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფლანგის მცველებს გიორგი გოჩოლეიშვილს და ირაკი აზაროვსაც შეეხოთ.
გიორგი გოჩოლეიშვილის სატრანსფერო ღირებულება 300 000-ით გაიზარდა და 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.
ხოლო ირაკლი აზაროვის ფასი მილიონით გაიზარდა და 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის "შახტარი" 2023/24 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.