"რას აკეთებ?", - კვარას გაოცებული რეაქცია, როცა მოედანზე მის ნაცვლად ალესიო ძერბინი შემოვიდა
„ჯენოასთან" მატჩში, მოედნიდან 89-ე წუთზე გაყვანით ხვიჩა კვარაცხელია ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
ანგარიში 2:2 იყო და ნეაპოლელები 0:2-დან მატჩის მოგებას ცდილობდნენ, ამ დროს კი, ძირითადი დროის ბოლოსწინა წუთზე, რუდი გარსიამ ხვიჩას ნაცვლად მოედანზე ალესიო ძერბინი შემოიყვანა.
როგორც კადრში გამოჩნდა, კვარა ამ ცვლილებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რაც გამომატყველებასა და ჟესტებზე აშკარად დაეტყო.
გარდა ამისა, როგორც CalcioNapoli24 წერს, კვარაცხელიამ რუდი გარსიას ქმედებებით სიტყვიერი გაკვირვებაც გამოთქვა: "რას აკეთებ?" - სწორედ ეს ჩაილაპარაკა ქართველმა მოედნიდან გასვლისას.
თუმცა, სათადარიგოთა სკამზე მისვლის შემდეგ, ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთს ჩაეხუტნენ.